info@worldlog.ge
+995 511 29 11 11
chineti-gzavnilebi_w_h.jpeg

როგორ მიიღოთ პროდუქცია ჩინეთიდან ოპტიმალურ ფასად და უმოკლეს ვადებში

ნოემბერი 30, 2023 Uncategorized @ka-ge

საჰაერო ტრანსპორტი წლიდან წლამდე ძვირდება, საზღვაო გადაზიდვების ხანგრძლივობა კი 50-60 დღემდეა, ამის გამო აქტიური მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე.

„აზიის განვითარების ფონდის“ ინიციატივაში „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაცია და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა ჩინეთსა და ყაზახეთის დამაკავშირებელ გზები, როგორც მაგისტრალური ასევე სარკინიგზო. აზერბაიჯანის და ყაზახური პორტების გაფართოება და ბორნით მომსახურება.

ქვეყნის ლოკაციიდან გამომდინარე, პროექტის ნაწილი შეეხო საქართველოსაც. შესაბამისად პროექტში ჩართულია გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ქვეშეთი-კობის გზაზე  დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.
რიკოთის გზა – საუკუნის პროექტი როგორც მას უწოდეს;
დაწყებულია კახეთის ავტობანის პროექტი, კერძოდ, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი.

სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე დაფუძნდა კომპანია „ვორლდ ლოგისტიქსი“, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის-ოპერატორს საქართველოსა და სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართულებით, სადაც გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც თბილისამდე გადაზიდვის ვადის მინიმუმამდე, 20-25 დღემდე შემცირების საშუალებას იძლევა.

World Logistics-ი (www.worldlog.ge)  საქართველოს ბაზარზე ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სფეროში მოწინავე კომპანიაა. კომპანია ჩინეთის ორ ქალაქში ფლობს საწყობებს და საკუთარი მანქანებით ახორციელებს გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს  ოპტიმალურ ფასებსა და სატრანზიტო ვადების ზუსტ დაცვას.

კომპანია  აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს, აჰყვეს და განავითაროს  მიმდინარე  ლოგისტიკური პროცესები, ბაზარზე დანერგოს ახალი მიდგომები, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების სრული ციკლი, რომელიც კომფორტული იქნება როგორც ფინანსური თვალსაზრისით,  ასევე სატრანზიტო პერიოდის  მინიმუმამდე დაყვანით.

სერვისზე დადებით ეფექტს ახდენს საკუთარი სატვირთოები, საკუთარი საწყობები და საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვებ პუნქტზე, რა გზასაც გაივლის სატვირთო თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციით.

მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა გაეზარდა არეალი და მიმართულებები, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს სერვისი არამხოლოდ ჩინეთზე, ასევე ევროპასა და  თურქეთში. კომპანიის საწყობები მდებარეობს თურქეთში, იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში.

World logistics ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, სურვილებს, საჭიროებებს და გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას