წინამდებარე ვებ გვერდზე განთავსებულია შპს ვორლდ ლოგისტიკსის (ს/კ 405527675) ვებ გვერდის(WWW.WORLDLOG.GE) მომსახურების სამუშაო სპეციფიკა და სავაჭრო პოლიტიკა.
ზოგადი დებულებები:
კომუნიკაცია და ხელშეკრულება:
2.1 ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებად ითვლება ელ.ფოსტა ან ნებისმიერი სხვა წერილობითი ფორმა( whatsapp, viber და სხვა გარდა მესენჯერისა) სადაც მხარეები შეთანხმებულად აწარმოებენ მიმოწერას.
2.2 აღნიშნული არხებით მიღებული დასტურები და ინსტრუქციები ითვლება ოფიციალურ იურიდიული ძალის მქონე შეტყობინებად.
2.3 ხელშეკრულება ფორმდება, მხარეთა შორის. მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი განაცხადის (მოთხოვნის) საფუძველზე.
| ექსპედიტორი ვალდებულია:
· უზრუნველყოს გადაზიდვის ორგანიზება შეთანხმებული ტრანსპორტით, ტარიფებითა და ვადებით · დათქმულ დროსა და ადგილზე წარადგინოს ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება · დაუყონებლივ აცნობოს დამკვეთს გადაზიდვის პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი შეფერხების შესახებ. |
მომხმარებელი ვალდებულია
· გადაზიდვის დაწყებამდე მიაწოდოს ექსპედიტორს სრული და ზუსტი ინფორმაცია ტვირთის შესახებ (წონა, კუბი, , ADR და სხვა სპეციფიკური მახასიათებლები) · უზრუნველყოს ტვირთის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და განთავსება სატრანსპორტო საშუალებაში · დროულად წარადგინოს ტვირთის თანმხლები საჭირო დოკუმენტები (ინვოისი, სერთიფიკატი, დეკლარაცია ა.შ) |
2.4 საერთაშორისო გადაზიდვის დროს ტვირთის შეფუთვასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, დამკვეთი (მომხმარებელი) ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის სათანადო და უსაფრთხო შეფუთვა. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე რეკომენდებულია, მყარი შეფუთვა (მათ შორის ხის ყუთის გამოყენება) რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის დაზიანება ტრანსპორტირებისა და გადატვირთვის პროცესში.
ტარიფები და ანგარიშსწორება:
3.1 ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით
3.2 დამკვეთი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მომსახურების ღირებულება ტვირთის გატანამდე ან დაცლამდე.
3.3 გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დამკვეთს (მომხმარებელს) ერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.5%-ს ოდენობით.
ტრანსპორტირების მოცდენა:
4.1 ტვირთის დატვირთვის/გადმოტვირთვის ან საბაჟო ტერმინალზე დაყოვნების უფასო პერიოდი შეადგენს 2 დღეს (კვირის გარდა)
4.2 აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, მოცდენის საფასური განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფაქტობრივი ხარჯების გათვალისწინებით (სტანდარტულად 100-200 აშშ დოლარი-ევრო, თუმცა შესაძლოა მეტიც)
ტვირთის მიღებისა და დაზიანების წესები:
5.1 ხილვადი დაზიანება: ტვირთის მიღებისას (საბაჟო გამშვები პუნქტის, ტერმინალის ტერიტორიაზე) გარეგანი დაზიანების აღმოჩენისას, დამკვეთი ვალდებულია არ დაიწყოს ტვირთის დაცლა- ჩატვირთვა და დაუყონებლივ აცნობოს ექსპედიტორს.
5.2 დაზიანების დათვალიერება უნდა მოხდეს ექსპედიტორის წარმომადგენლის თანდასწრებით.
5.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ტერმინალის ან საბაჟოს ტერიტორიიდან ტვირთის გატანის შემდეგ, პრეტენზიები ტვირთის გარეგან დაზიანებაზე ან დანაკლისზე აღარ მიიღება. ტერმინალიდან გატანა ადასტურებს ტვირთის უნაკლო მდგომარეობაში ჩაბარებას.
ტვირთის დაზღვევა:
6.1 ტვირთის დაზღვევა არ შედის ტრანსპორტირების ტარიფში. დამკვეთს აქვს უფლება საკუთარი ხარჯებით დააზღვიოს ტვირთი. ექსპედიტორის დაზღვევა შემოიფარგლება, საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სადაზღვეო პირობებით.
აკრძალული ტვირთები:
7.1 წინასწარი შეთანხმების გარეშე აკრძალულია შემდეგი კატეგორიის ტვირთების ტრანსპორტირება: სითხე, ფხვნილი, სამხედრო დანიშნულების ნივთები მაგ: დრონი, ბრენდირებული პროდუქცია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.
დასკვნითი დებულება:
8.1 კომპანია საქმიანობას ახორციელებს გამჭირვალობის, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტის დაცვით რაც გულისხმობს დამკვეთის ინტერესების სამართლიან გათვალისწინებას.
8.2 მომსახურების პირობები და წესები წარმოადგენს ექსპედიტორსა და დამკვეთს (მომხმარებელს) შორის ურთიერთობის განუყოფელ ნაწილს. მომსახურების დაკვეთა ნიშნავს დამკვეთის (მომხმარებლის) სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე პოლიტიკაში მოცემულ ყველა პუნქტზე.
8.3 მხარეები შეეცდებიან ნებისმიერი წარმოშობილი უთანხმოება გადაჭრან ურთიერთ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაეცემა სასამართლოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით