info@worldlog.ge
+995 511 29 11 11
reklamaa-1726729121.jpg

სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან, აზიის განვითარების ფონდისგან შექმნილი ინიციატივაა – “ერთი სარტყელი და ერთი გზა”, რომელშიც ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაციები. ინიციატივა აერთიანებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს:

ჩინეთსა და ყაზახეთის დამაკავშირებელ გზებს, როგორც სამაგისტრალო, ასევე სარკინიგზო, აზერბაიჯანის და ყაზახური პორტების გაფართოებას და ბორნით მომსახურებას;

პროექტის ნაწილი შეეხო საქართველოსაც, ქვეყნის ლოკაციიდან გამომდინარე, სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა ქართული სატრანსპორტო კომპანიების ჩართულობა, რომელებიც გვსურს რომ გაგაცნოთ:

“World Logistics”-ი www.worldlog.ge ლიდერი კომპანიაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ჩინეთიდან. ვორლდ ლოგისტიკსი წარმოადგენს სერვის ოპერატორს ჩინეთის სახმელეთო ხაზს, საქართველოსა და ასევე სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართულებით.

სერვისზე დადებით ეფექტს ახდენს საკუთარი სატვირთოები, საკუთარი საწყობები და საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვებ პუნქტზე, რა გზასაც გაივლის სატვირთო თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციით.

მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გაზარდა არეალი და მიმართულებები. კომპანია კლიენტებს ემსახურება არა მხოლოდ ჩინეთის მიმართულებით, ასევე თურქეთის, ევროპის შერეულ ტვირთებზე.

WORLDLOG-საერთაშორისო გადაზიდვებში წარმოადგენს სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე.

ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მოთხოვნაა. ჩვენ გთავაზობთ ეფექტიან, ინოვაციურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს.

World logistics-ი ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, სურვილებს, საჭიროებებს და გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას.

“სილქ ფოსტ”-ი www.silkpost.ge კომპანია აწარმოებს საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

“სილკ როუდ ლოჯისტიკ” www.silkroadlogistics.ge წარმოადგენს სახმელეთო ხაზს ჩინეთიდან – საქართველოს მიმართულებით. სახმელეთო გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც წარმოადგენს ვადის მინიმუმამდე შემცირებას, კერძოდ სატრანზიტო დრო გუანჯოუს საწყობიდან 15/20 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ გუანჯოუს საწყობში მისულ ტვირთს მომხმარებელი იბარებს თბილისში 20/25 დღეში.

„ვორლდ ლოგისტიკსი, სილქ პოსტი, სილქ როუდ ლოჯისტიკსი,“ ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს ტრანსპორტირების დარგში. მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ტვირთების დროული და დაცული გადაზიდვის გარანტია.


chineti-gzavnilebi_w_h.jpeg

საჰაერო ტრანსპორტი წლიდან წლამდე ძვირდება, საზღვაო გადაზიდვების ხანგრძლივობა კი 50-60 დღემდეა, ამის გამო აქტიური მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვებზე.

„აზიის განვითარების ფონდის“ ინიციატივაში „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაცია და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს აერთიანებს, როგორიცაა ჩინეთსა და ყაზახეთის დამაკავშირებელ გზები, როგორც მაგისტრალური ასევე სარკინიგზო. აზერბაიჯანის და ყაზახური პორტების გაფართოება და ბორნით მომსახურება.

ქვეყნის ლოკაციიდან გამომდინარე, პროექტის ნაწილი შეეხო საქართველოსაც. შესაბამისად პროექტში ჩართულია გზების დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ქვეშეთი-კობის გზაზე  დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.
რიკოთის გზა – საუკუნის პროექტი როგორც მას უწოდეს;
დაწყებულია კახეთის ავტობანის პროექტი, კერძოდ, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი.

სწორედ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე დაფუძნდა კომპანია „ვორლდ ლოგისტიქსი“, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის სახმელეთო ხაზის სერვის-ოპერატორს საქართველოსა და სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართულებით, სადაც გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც თბილისამდე გადაზიდვის ვადის მინიმუმამდე, 20-25 დღემდე შემცირების საშუალებას იძლევა.

World Logistics-ი (www.worldlog.ge)  საქართველოს ბაზარზე ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სფეროში მოწინავე კომპანიაა. კომპანია ჩინეთის ორ ქალაქში ფლობს საწყობებს და საკუთარი მანქანებით ახორციელებს გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურას, რომელიც ითვალისწინებს  ოპტიმალურ ფასებსა და სატრანზიტო ვადების ზუსტ დაცვას.

კომპანია  აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს, აჰყვეს და განავითაროს  მიმდინარე  ლოგისტიკური პროცესები, ბაზარზე დანერგოს ახალი მიდგომები, მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურების სრული ციკლი, რომელიც კომფორტული იქნება როგორც ფინანსური თვალსაზრისით,  ასევე სატრანზიტო პერიოდის  მინიმუმამდე დაყვანით.

სერვისზე დადებით ეფექტს ახდენს საკუთარი სატვირთოები, საკუთარი საწყობები და საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვებ პუნქტზე, რა გზასაც გაივლის სატვირთო თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციით.

მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გადაწყვიტა გაეზარდა არეალი და მიმართულებები, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს სერვისი არამხოლოდ ჩინეთზე, ასევე ევროპასა და  თურქეთში. კომპანიის საწყობები მდებარეობს თურქეთში, იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში.

World logistics ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, სურვილებს, საჭიროებებს და გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას